2013 წლის 19 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან  არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა დეკანოზ თავმას ჩოხელის ახალი კრებულის -„მამის იავნანა – სიყვარულის წიგნი“ წარდგინება.
წიგნში  შესულია ავტორის ძველი და ახალი ლექსები. ასევე, ყველა ის ლექსი, რომელზეც სიმღერებია შექმნილი.
„უფალი თვითონ არის სიყვარული, ყველა მოძღვარი სიყვარულს ქადაგებს, ალბათ მეც სიყვარულის მოძღვარი ვარ. მაშ, მიიღეთ ჩემი სიყვარული ლექსებად, სიმღერებად  და კეთილ სურვილებად“ - აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში მამა თავმას ჩოხელმა.
საღამოს უძღვებოდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვნელი გიორგი ფარეშიშვილი.
საღამოზე  მოძღვრის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს მომღერლებმა: დათო არჩუაძემ, თამარ ალადაშვილმა, მარიამ ელიეშვილმა, მარინა კოლხიდაშვილმა და სხვ.  ლექსები წაიკითხეს 67-ე სკოლის მოსწავლეებმა.
მამაოს შემოქმედებაზე ისაუბრეს პოეტებმა - ერეკლე საღლიანმა და  გიული ჩქარეულმა.
ღონისძიებას  ესწრებოდნენ: მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი),    სასულიერო პირები   და საზოგადო მოღვაწეები.

 

 SemoqmedebiTi