2013 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო საღამო - „გახდი გმირი ჯაბასთვის“. 22 წლის ჯაბა ბერძენიშვილი მეგობრებთან ერთად ავტოკატასტროფაში მოყვა. დღეს ის მძიმე მდგომარეობაშია. სიცოცხლის შესანარჩუნებლად სასწრაფო ოპერაციაა საჭირო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ანსამბლი „მთიელი“, ანსამბლი „გორულა“, დები წიკლაურები, ანსამბლი „ქალდეა“, მირანდა მაისურაძე, დეკა, ნაყეურები. პოეტები: გელა დაიაური, ოთო გურგენიშვილი, გიორგი არაბული, ზაზა მუხიგულაშვილი, გიორგი ხმიადაშვილი, ავთო ბერძენიშვილი, თეო ხიხალაშვილი, თინიკო ჯავახიშვილი, თათია მგელაძე, ანი ჭინჭარაული და სხვები.
საღამოდან შემოსული თანხა ჯაბა ბერძენიშვილის დასახმარებლად გადაირიცხება.
ღონისძიება მაგდა ბეჟანიშვილისა და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 

 SemoqmedebiTi