2013 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა თბილისის მერიის ს. ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლისა და ერევნის მხითარ სებასტისის სახელობის სკოლათა გაერთიანების მოსწავლეთა ერთობლივი გამოფენა და შემოქმედებითი საღამო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნახატები და ხელნაკეთი ნივთები.
ღონისძებას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთი, სომხური დიასპორის წარმომადგენლები, თბილისის მერიის ს. ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლისა და ერევნის მხითარ სებასტისის სახელობის სკოლათა გაერთიანების ხემძღვანელობა, პედაგოგები და მოსწავლეები, მწერალი ტარიელ ხარხელაური, მხატვარი გივი თოიძე.
საღამოში მონაწილეობდნენ 6-17 წლის ასაკის მოსწავლეები. სომხური მხარის თხოვნით, საღამოს დაესწრო ქართველი პოეტი ტარიელ ხარხელაური. მწერლის ლექსები ბავშვებმა ქართულ და სომხურ ენებზე წაიკითხეს.
ხალხური სიმღერები ანა მალაზონიამ და თამარ ალადაშვილმა შეასრულეს.

 

 SemoqmedebiTi