2013 წლის 4 ოქტომბერს, სამთავისისა და გორის ეპარქიის და გორის სახელმწიფო სასწავლო უნიევერსიტეტის ინიციატივით, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში წმ. მღვდელმოწამე კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) სახელობის V ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენციას ესწრებოდნენ: სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი).
წმ. მღვდელმოწამე კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) სახელობის V ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია გახსნეს მაღალყოვლადუსამღვდელოესმა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა.

კონფერენციის პირველ დღეს მოხსნებები წაიკითხეს:

•           მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი ალექსი (გროხა), (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, ბალტისა და ანანევის ეპარქია) – „კათოლიკოს –პატრიარქ კირიონის (საძაგლიშვილი) მსახურება ბალტის კათედრაზე“.

•           მაღალყოვლადუსამღვდელოესი მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (საქართველოს საპატრიარქო, მანგლისისა და წალკის ეპარქია) - „აფხაზეთის საკათალიკოსო“.

•           ჯემალ გამახარია - ისტორიის დოქტორი, პროფესორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი - „ წმინდა აღმსარებელი ამბროსის (ხელაია) მიერ გაზეთში „პეტროგრადსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული წერილები (1912-1917 წწ.)“.

•           ეკა დუღაშვილი - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი - „IX- X საუკუნეების ქართულ ლიტურგიკულ ხელნაწერთა ტრადიცია (სინას წმ. ეკატერინეს მონასტრისა და ათონის ივერთა მონასტრის სკრიპტორიუმების მიხედვით)“.

•           ია მელნიკოვა- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, წმ. ტიხონის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, ქართველოლოგიის სექციის კოორდინატორი -„ეპისკოპოს კირიონის (საძაგლიშვილი) მსახურება გორის კათედრაზე (1900-1902 წწ.)“.

•           ელდარ მამისთვალიშვილი - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სრული პროფესორი- „პიპაი ქვენიფნეველის ელჩობა ეგვიპტეში იერუსალიმის ქართული სიწმინდეების დასახსნელად".

•           იოსებ ალიმბარაშვილი -გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი - „ხიდისთავი და ახალჯვრის ისტორია“.

•           მაღალყოვლადუსამღვდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), (საქართველოს საპატრიარქო, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია) - „ მე-20 ს-ის 30-იანი წლების საქართველოში ეკლესიის დევნის ისტორიული ფაქტები თეკლათის დედათა და მთავარანგელოზების კუნძულის მამათა მონასტრების მაგალითზე“.

•           მღვდელი ალექსანდრე (შელკაჩოვი) -წმ. ტიხონის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, პროფესორი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის კათედრის გამგე- „წმ. ტიხონის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის გამოცდილება უახლესი ისტორიის შესწავლის საქმეში და საგამომძიებლო საქმეთა გაცნობის დროს წარმოქმნილი პრობლემები “.

•           გიორგი სოსიაშვილი -გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი,სრული პროფესორი - „მართლმადიდებელი ეკლესია შიდა ქართლში XX ს-ის პირველ მეოთხედში (უცნობი დოკუმენტების მიხედვით)“.

•           პეტრე მალკოვი -წმ. ტიხონის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დამატებითი საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე - „პატიოსანი ჯვრის სახე ძველ და ახალ აღთქმაში წმინდა მამათა განმარტებების მიხედვით“.

•           მაია შაორშაძე - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი- „საისტორიო მასალები ქართლის მთავარეპისკოპოსის, სამთავროსა და გორის მიტროპოლიტ ბესარიონის მოღვაწეობის შესახებ“.

•           ლია ლურსმანაშვილი - საქ. ტექნ. უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი-„სასულიერო პირთა ზედა სამოსის კვლევის საკითხები (ჩოხა)“.


მოეწყო პირველი კრებულის წარდგინება –„მასალები ქართულ საეკლესიო ტერმინთა ისტორიისათვის“. ეს წიგნი გახლავთ პირველი სერიოზული ნაშრომი ქართული საეკლესიო ტერმინოლოგიის დადგენა-კვლევის სფეროში.

5 ოქტომბერს კონფრენცია გაიმართება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დიდ აუდიტორიაში. კონფერენციის მონაწილეები ეწვევიან სამთავისის სამონასტრო კომპლექსს, სადაც დღემდე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები და აღდგენითი სამუშაოები. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და ქართველი არქეოლოგები სტუმრებს გააცნობენ აღნიშნულ სამუშაოთა ჩატარებისას მიკვლეულ უახლეს არქეოლოგიურ და ისტორიულ მასალებს.
კონფერენციაში მონაწილეობენ: მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, მეცნიერები და უმაღლეს სასწავლებელთა პროფესორ-მასწავლებლები საქართველოდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. მომხსენებლები ისაუბრებენ რუსეთსა და საქართველოში წმ. პატრიარქის მოღვაწეობის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის, საღვთისმეტყველო და ასევე სხვადასხვა რელიგიური საკითხის შესახებ.
წმ. მღვდელმოწამე კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) სახელობის V ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია 6 ოქტომბერს საზეიმოდ დაიხურება.

 

 

 SemoqmedebiTi