2013  4-6 ოქტომბერს,  სამთავისისა და გორის ეპარქიის, ასევე გორის სახ. სასწავლო უნიევერსიტეტის ინიციატივით, თბილისსა და გორში გაიმართება წმ. მღვდელმოწამე კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) სახელობის V ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. მასში მონაწილეობას მიიღებენ: მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, მეცნიერები და უმაღლეს სასწავლებელთა პროფესორ-მასწავლებლები საქართველოდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. მომხსენებლები ისაუბრებენ რუსეთსა და საქართველოში წმ. პატრიარქის მოღვაწეობის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის, საღვთისმეტყველო და ასევე სხვადასხვა რელიგიური საკითხის შესახებ. შედგება პირველი კრებულის წარდგინება -  „მასალები ქართულ საეკლესიო ტერმინთა ისტორიისთვის“, რომელიც რელიგიით დაინტერესებული ყველა პირისთვის საინტერესო იქნება, ვინაიდან გახლავთ პირველი სერიოზული ნაშრომი ქართული საეკლესიო ტერმინოლოგიის დადგენა-კვლევის სფეროში. კონფერენციის მონაწილეები ეწვევიან სამთავისის სამონასტრო კომპლექსს, სადაც დღემდე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები და აღდგენითი სამუშაოები. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და ქართველი არქეოლოგები სტუმრებს გააცნობენ აღნიშნულ სამუშაოთა ჩატარებისას მიკვლეულ უახლეს არქეოლოგიურ და ისტორიულ მასალებს.

კონფრენციის პროგრამა:

4 ოქტომბერი,  11:00 საათი. 
თბილისი, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი (წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული ).
კონფერენციის გახსნა:
მისალმება- მაღალყოვლადუსამღვდელოესი სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი სოსიაშვილი.
დილის სხდომა.
თავმჯდომარეები:
მაღალყოვლადუსამღვდელოესი მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე).
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორგიორგი სოსიაშვილი.
მომხსენებლები:
· მაღალყოვლადუსამღვდელოეს მთავარეპისკოპოსი ალექსი (გროხა),  (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, ბალტისა და ანანევის ეპარქია)  – კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის (საძაგლიშვილი) მსახურება ბალტის კათედრაზე“.

· მაღალყოვლადუსამღვდელოესი მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (საქართველოს საპატრიარქო, მანგლისისა და წალკის ეპარქია) - აფხაზეთის საკათალიკოსო“.

· ჯემალ გამახარია - ისტორიის დოქტორი, პროფესორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი - წმინდა აღმსარებელი ამბროსის (ხელაია) მიერ გაზეთში პეტროგრადსკიე ვედომოსტი გამოქვეყნებული წერილები (1912-1917 წწ.)“.

· ეკა დუღაშვილი - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი - IX- X საუკუნეების ქართულ ლიტურგიკულ ხელნაწერთა ტრადიცია (სინას წმ. ეკატერინეს მონასტრისა და ათონის ივერთა მონასტრის სკრიპტორიუმების მიხედვით)“.

· ია მელნიკოვა- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, წმ. ტიხონის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, ქართველოლოგიის სექციის კოორდინატორი -„ეპისკოპოს კირიონის (საძაგლიშვილი) მსახურება გორის კათედრაზე (1900-1902 წწ.)“.

· ელდარ მამისთვალიშვილი - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სრული პროფესორი-  „პიპაი ქვენიფნეველის ელჩობა ეგვიპტეში იერუსალიმის ქართული სიწმინდეების დასახსნელად".

· იოსებ ალიმბარაშვილი -გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი - ხიდისთავი და ახალჯვრის ისტორია“.

შესვენება  -13:00 საათი.
საღამოს სხდომა -14:00 საათი.
თავმჯდომარეები:
მაღალყოვლადუსამღვდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
მღვდელი ალექსანდრე (შელკაჩოვი).

მომხსენებლები:
· მაღალყოვლადუსამღვდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), (საქართველოს საპატრიარქო, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია) - მე-20 -ის 30-იანი წლების საქართველოში ეკლესიის დევნის ისტორიული ფაქტები თეკლათის დედათა და მთავარანგელოზების კუნძულის მამათა მონასტრების მაგალითზე“.

· მღვდელი ალექსანდრე (შელკაჩოვი) -წმ. ტიხონის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, პროფესორი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის კათედრის გამგე-წმ. ტიხონის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის გამოცდილება უახლესი ისტორიის შესწავლის საქმეში და საგამომძიებლო საქმეთა გაცნობის დროს წარმოქმნილი პრობლემები “.

· გიორგი სოსიაშვილი -გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი,სრული პროფესორი -მართლმადიდებელი ეკლესია შიდა ქართლში XX -ის პირველ მეოთხედში (უცნობი დოკუმენტების მიხედვით)“.

· პეტრე მალკოვი -წმ. ტიხონის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დამატებითი საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე - „პატიოსანი ჯვრის სახე ძველ და ახალ აღთქმაში წმინდა მამათა განმარტებების მიხედვით“.

· მაია შაორშაძე - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი- საისტორიო მასალები ქართლის მთავარეპისკოპოსის, სამთავროსა და გორის მიტროპოლიტ ბესარიონის მოღვაწეობის შესახებ“.

· ლია ლურსმანაშვილი - საქ. ტექნ. უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი-„სასულიერო პირთა ზედა სამოსის კვლევის საკითხები (ჩოხა)“.
· მასალები ქართულ საეკლესიო ტერმინთა ისტორიისათვისკრებულის წარდგინება.
5 ოქტომბერი,  11:00 საათი.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, დიდი აუდიტორია.
თავმჯდომარეები:
მაღალყოვლადუსამღვდელოესი სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).
კიევის სასულიერო აკადემიის პრორექტორი, დოქტორი ვლადიმერ ბურეგა.

მომხსენებლები:
· ვლადიმერ ბურეგა -კიევის სასულიერო აკადემიის პრორექტორი, დოქტორი - „კიევის სასულიერო აკადემიის წმინდანთა დასი: ხსენების დღის დადგენა და იკონოგრაფია“.

· დიაკონი იოანე (ბონდარენკო) -საქართველოს საპატრიარქო, სამთავისისა და გორის ეპარქია - „ტერმინ დიოფიზიტობისმართლმადიდებლური გაგება ნესტორიანულ დიოფიზიტობასთან პარალელში“.

· მანანა ბუკია - თსუ. არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი -„ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულარქიტექტურულ მუზეუმში დაცული ღირსი ანტონ ჭყონდიდელის უცნობი ქადაგებები“.

· სოფიო ანდღულაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი -„საერო და სასულიერო მოღვაწეთა ნააზრევის ურთიერთმიმართების საკითხისათვის (ვაჟა- ფშაველასა და ეპისკოპოს სტეფანე (ვასილ)კარბელაშვილის შემოქმედების მიხედვით)“.

· ქეთევან პავლიაშვილი -თსუ- პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი - საეკლესიო განხეთქილების მცდელობა -პროგრესისტ"და რეაქციონერ სამღვდელოთა დაჯგუფებანი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში (XX -ის 20-იანი წწ.)“.
· დავით პავლიაშვილი -თსუ- პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი-„ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობების ისტორიიდან“.
შესვენება -13:00 საათი.
საღამოს სხდომა - 14:00 სთ.
გამგზავრება სამთავისის ისტორიულ სამონასტრო კომპლექსში.
მომხსენებლები:
მაღალყოვლადუსამღვდელოესი სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)-საქართველოს საპატრიარქო, სამთავისისა და გორის ეპარქია -სამთავისის სამონასტრო კომპლექსის ისტორიის ამსახველი ახლად აღმოჩენილი მასალები“.
გიორგი მახარაძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის დეპარტამენტი, დოქტორი -უახლესი აღმოჩენები სამთავისის სამონასტრო კომპლექსიდან“.
დავით ბერიკაშვილი - საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის დეპარტამენტი, დოქტორი -მხატვრული კერამიკა სამთავისის სამონასტრო კომპლექსიდან“.

6 ოქტომბერი,  9:00 სთ. - თბილისი.
წირვა,  წმინდა სამების საკათედრო  ტაძარი.
კონფერენციის საზეიმო დახურვა -18:30 სთ.

 

 

 

 SemoqmedebiTi