2013 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: „აფხაზეთში მოწამეობრივად აღსრულებული საქართველოს შვილები“.
კონფერენცია მღვდელმონაზონ ანდრია ყურაშვილისა და გიორგი (იური) ანუას  აფხაზეთში მოწამეობრივად აღსრულების  ოციწლისთავს მიეძღვნა.  ისინი 1993 წლის  5 ივლისს კამანის მონასტრის ეზოში გადამთიელებმა დაცხრილეს.
კონფერენციას ესწრებოდნენ: მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატები და მთავრობის წევრები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, აფხაზეთიდან დევნილები.
კონფერენცია მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტმა ანანია (ჯაფარიძე) გახსნა. მეუფემ დამსწრე საზოგადოება დალოცა და   აფხაზეთში   მღვდელმონაზონ ანდრია ყურაშვილისა და გიორგი (იური) ანუას მოღვაწეობაზე ისაუბრა. მოხსენებები  წაიკითხეს პროფესორებმა:  გიორგი როგავამ და ზაურ ლომთათიძემ.
კონფერენცია  მღვდელმონაზონ ანდრია ყურაშვილისა და გიორგი (იური) ანუას  ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებით დასრულდა.

 

 

 SemoqmedebiTi