2013 წლის 28 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა აფხაზეთიდან დევნილთა წარმომადგენლობის დასკვნითი შეკრება.
უწმინდესმა და უნეტარემა ილია II - შეხვედრის მონაწილეები დალოცა და მიმართა:  "თქვენთან ერთად ჩვენც ვმსჯელობთ, ვფიქრობთ, ვაანალიზებთ იმ გზებს, რომელებიც მიგვიყვანს აფხაზეთში. მე მინდა ვთქვა, რომ მრავალი აფხაზი და იქ მცხოვრები ხალხი უკვე გრძნობენ, რამდენად დიდი შეცდომა იქნა დაშვებული მათი მხრიდან, როცა გაჩაღდა ეს საშინელი ომი. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო ომი და ბრძოლა ქართველებსა და აფხაზებს შორის. ეს იყო ბრძოლა მესამე ძალასთან.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო და აფხაზეთი ვერ შეძლებენ ერთმანეთის გარეშე ყოფნას, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ერთად, რომ გადავრჩეთ. შეიძლება, აფხაზეთი არსებობდეს და აფხაზები არ იყვნენ იქ, ეს საშინელი მდგომარეობაა. მე ყველას ერთად მოგესალმებით და გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ მალე დადგება დღე, როდესაც ჩვენ ვიზეიმებთ გამთლიანებას. არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც ჩვენ უნდა გავაანალიზოთ და ამოვარჩიოთ ის გზა, რომელიც ჩვენ მალე მიგვიყვანს აფხაზეთში და აფხაზებს მიიყვანს საქართველოში. მალე შევხვდეთ სოხუმში და აფხაზეთში, ამინ".

შეხვედრა პოეტმა, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა, გენო კალანდიამ გახსნა. აფხაზეთში არსებულ დღევანდელ პრობლემებზე ისაუბრეს: რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთიდან დევნილთა კავშირის თავმჯდომარემ ლონდერ ცაავამ, დიმა ჯაიანმა (აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი), ოთარ ბერიშვილმა (ზუგდიდის წარმომადგენელი), მურმან მალაზონიამ (გალის წარმომადგენელი), არჩილ ელბაქიძემ (არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აფხაზინტერკონტი“), მარინა კაკაჩიამ (თბილისის წარმომადგენელი), ჯონი აფაქიძე (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი), ჯანრი უბირიამ (ომის ვეტერანი), თამარ თაკალანძემ (სტუდენტი, ,,აფხაზეთიდან დევნილთა კავშირის წევრი), ია ბაგრატიონ-მუხრანელმა (ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის ხელმძვანელი).
საგალობლები შეასრულეს . ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ბავშვთა მგალობელთა გუნდმა .

შეხვედრას ესწრებოდნენ: გორისა და სამთავისის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა),   რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

ღონისძიებააფხაზეთიდან დევნილთა კავშირი“– , საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 SemoqmedebiTi