2013 წლის 25 სექტემბერს აფხაზეთის ა/ რესპუბლიკის განათლების სამინისტროს განათლების სამმართველომ და სსიპ კინოცენტრმა ,,აფხაზეთი“ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გამართა აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების შემეცნებითი პროექტის - „ჩემი აფხაზეთი“ დასკვნითი საღამო, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულების 20 წლისთავს.
აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები აფხაზეთის თემაზე, აფხაზი თანატოლებისადმი მიძღვნილი წერილები.
ღონისძიებაზე გამოფინეს: ,,ზღვიდან მოტანილი ამბები“- ინტერვიუები, გამოკითხვები აფხაზეთიდან დევნილ მეომრებთან, მათ ბებია-ბაბუებთან, აფხაზეთში დარჩენილ ნათესავებთან, მეზობლებთან. ,,ჩემი აფხაზეთი“ - მოზარდების ნახატები, ნაწერები, ესეები, ჩანახატები, ,,ჩვენი ფესვები“- ფოტო-ალბომი. აფხაზი სახელოვანი წინაპრების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის მიერ მომზადებული ექსპონანტები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ა/რ მთავრობის და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, აფხაზეთის მეომართა კავშირი და აფხაზეთის ომის მონაწილე მეომრები, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები.
ღონისძიების ბოლოს ნაჩვენები იქნა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ჩემი აფხაზეთი“.

 

 

 

 SemoqmedebiTi