2013 წლის 29 სექტემბერს  საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ახალგაზრდა პოეტის ნიკოლოზ ქვრივიშვილის პოეზიის საღამო.
ღონისძიებას უძღვებოდა დეკანოზი პეტრე კვარაცხელია. საღამოზე  ახალგაზრდა პოეტმა საკუთარი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხა. ხალხური სიმღერები დებმა ზვიადაურებმა შეასრულეს. შეგახსნებთ, რომ ქართველ პოეტთა და მწერალთა შემოქმედებითი საღამოები, ყოველ კვირას 19:00 სთ-ზე იმართება.

 

 

 SemoqmedebiTi