2013 წლის 8 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა 2008 წლის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის საღამო, სახელწოდებით - ,,გვახსოვს 8 აგვისტო“. მონაწილეობდნენ: თემურ წიკლაური, ინგა ბერაძე, სოფო ნოზაძე, პოეტები: ნიკა ჭითანავა, ლელა ნინუა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ 2008 წლის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრები.
ხსოვნის საღამო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრის“, მის ბაზაზე არსებული გაზეთის „თიფლის თიმეს“ და საპატრიარქოს მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში 17:00 სთ-ზე, სამების საკათედრო ტაძარში, არქიმანდრიტმა ლაზარემ 2008 წლის ომში დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 

 

 

 SemoqmedebiTi