5-6 აგვისტოს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სასკოლო კონკურსში - „ჩვენ ვწავლობთ ბიბლიას,“ ფინალში მონაწილე გამარჯვებულმა (IV-VII ადგილზე გასული) გუნდებმა: „იერუსალიმი“ - ხობის N2 საჯ. სკოლა, „ჯვარი ვაზისა“ - ხონის N2 საჯ. სკოლა, „ჯვარი პატიოსანი“- ლენტეხის რ/ნ, ჩოლურის საჯ. სკოლა, „თამარიონი“- შუახევის რ/ნ, ფურტიოს საჯ. სკოლა, „ღვთის მოშიშნი“-მესტიის რ/ნ, ლატალის საჯ.სკოლა, „ჯვაროსნები“ - სენაკის რ/ნ, ნოსირის საჯ. სკოლა, „XI ჟამის მუშაკნი“ - ჩოხატაურის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლა, „კელაპტარი“ - ხონის ტექ-შემოქმედების გიმნაზია, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია მოილოცეს.
მოსწავლეებმა მოილოცეს: ანანურის კომპლექსი და ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, დარიალის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი, გერგეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი, სოფ. სნოს წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი.

 

 SemoqmedebiTi