2013 წლის 1 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ანგელოზის (წმ. ილია წინასწარმეტყველისა და წმ. ილია მართლის) ხსენების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველი მეფეების ვახტანგ VI -ისა და თეიმურაზ II-ის სამეფო სრული შესამოსელი, მეფეთა სარკოფაგების საფარებლები, ქართული აბრეშუმის ბალიშები და თეთრეული, ოქრომკედით ნაქარგობა, საერო და საეკლესიო დანიშნულების ნივთები, ხევსურული ნაქარგობა, სხვადასხვა შესამოსელი და აქსესუარები, ქართული თექა და ბატიკა, ხელნაკეთი თოჯინები, ხატები, თანამედროვე ოსტატების მიერ შესრულებული ხეზე ჭრისა და ქვაზე კვეთის ნიმუშები.
გამოფენას უწმინდესი და უნეტარესი ილია II დაესწრო. პატრიარქმა გამოფენის ორგანიზატორები და მონაწილეები დალოცა.

 

 

 SemoqmedebiTi