2013 წლის 15 ივლისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო ფონდ „ლაზარესპროექტში მონაწილე სოციალურად დაუცველ მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, რომელიც გაგრძელდება 16 ივლისამდე.
გამოფენაზე წარმოდგენილია ხელნაკეთი სამკაულები,   ხეზე  ნაკვეთი ნივთები, ჭედურობის ნიმუშები, ქალის სამოსი, ფერწერული ნამუშევრები.
საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდილაზარე“ 1994 წლის 1 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა. ფონდის მიზანი იყო განეხორციელებინა საქველმოქმედო საქმიანობა, ადგილობრივი და უცხოელი დონორების შემოწირულობებით.
ფონდლაზარესსაქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სახელობო განათლების მეშვეობით დაუცველი ფენების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრირება
სახელობო სწავლების პროექტების განხორციელებალაზარემ“ 2002 წლიდან დაიწყო. 2006 წლამდე ცნობილი საერთაშორისო დონორების (UNDP, USAID, World Bank, SCD) ფინანსური მხარდაჭერით და ფონდლაზარესორგანიზებით 60-მდე დევნილი ქალისთვის ეწყობოდა პროფესიული ტრენინგები შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების დასაუფლებლად
2006 წლის გაზაფხულზე კი მისი უწმიდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შენობაში მოეწყო სასწავლო სახელოსნო სოციალურად დაუცველი მოზარდებისათვის. სახელოსნოს მოწყობა შვეიცარიულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ HEKS-EPER-მა დააფინანსა. ოთხი წლის განმავლობაში (2006-2010) სახელოსნოში სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი მოზარდები (მზრუნველობას მოკლებული,მრავალშვილიანი და მარჩენალის გარეშე დარჩენილი ოჯახებიდან ბავშვები, ინვალიდი, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოზარდები ) უსასყიდლოდ ეუფლებოდნენ ხისა და ფერადი ლითონების დამუშავების სხვადასხვა ტექნოლოგიებს
წარმატებული შედეგების გამო კვლავ HEKS-EPER-ის დაფინანსებითა და საქართველოს საპატრიარქოს თანადაფინანსებით 2010 წლიდან პროექტი 3 წლით გაგრძელდა და ხისა და ფერადი ლითონის დამუშავების სპეციალობებს სანტექნიკოსისა და ჭრა-კერვის სპეციალობებიც დაემატა
საერთაშორისო დონორებთან ერთადლაზარესსახელობო სწავლების პროექტებით ადგილობრივი კომპანიებიც დაინტერესდნენ. 2010 წლის თებერვლიდან სააქციო საზოგადოებათელასისფინანსური მხარდაჭერით მოეწყო სამკერვალო და სამხატვრო სახელოსნოები და ასევე შეიქმნა დამატებითი ჯგუფი ლითონებისა და ხის დამამუშავებელ სასწავლო სახელოსნოში
ლაზარეცდილობს სოციალურად დაუცველი მოზარდების პრობლემებით საზოგადოების დაინტერესებას. ეწყობა მათი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვ, სატელევიზიო გადაცემები. ფონდის მიზანია საზოგადოების ინფორმირება და მათი ჩართვა მოზარდთა პრობლემების გადაჭრაში.

 

 

 SemoqmedebiTi