2013 წლის 10 ივლისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა სტუდია „გუთანი“-ს  ახალი სამეცნიერო-პუბლიცისტური ფილმის: ,,ქრისტეს მერთვლეები"-ს ჩვენება.
ფილმი მოგვითხრობს ქართული ვაზის და ქვევრის ღვინის 8000 წლოვანი ისტორიის შესახებ.
ფილმის რეჟისორი ლექსო გელაშვილი, კინოპროდიუსერი დავით ყალიჩავა.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ: სასულიერო პირები, მევენახეობისა და მეღვინეობის მკვლევარები, კინოდოკუმენტალისტები და საზოგადო მოღვაწეები.

 

 SemoqmedebiTi