2013 წლის 1 ივლისს  საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში,  სრულიად საქართველის კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს  საგვარეულოთა კავშირის „გვარი და გვარიშვილობის“ წინამძღოლთა დარბაზს შეხვდა.
შეხვედრას უძღვებოდა სრულიად საქართველოს საგვარეულო კავშირის „გვარი და გვარიშვილობის“ თავმჯდომარე ლევან ფრუიძე და ამავე გამგეობის მოადგილე  ვაჟა ნადირაშვილი.
შეხვედრაზე განიხილეს    საქართველოს ტრადიციული სამიწათმოქმედო კულტურების და მათი გადარჩენის პრობლემები.
მოხსენება - საქართველოს ტრადიციული სამიწათმოქმედო კულტურების შესახებ, მიძღვნილი,  საქართველოს ფლორის მკვლევარების: აკადემიკოს ნიკო კეცხოველის, ვლადიმერ მენაბდისა და პროფესორ ალექსანდრა გორგაძისადმი,  წაიკითხა ინესა მაისაიამ.
სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პარლამენტის ეკონომიკისა და დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, ქართველ-ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარე  ჯამლეტ ხუხაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითვალისწინებს და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი მას ხელს მოაწერს, თუ არადა, საკანონმდებლო ორგანო ვეტოს დაძლევს.
შეხვედრის ბოლოს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II -მ დალოცა საქართველოს  საგვარეულოთა კავშირის „გვარი და გვარიშვილობის“ წინამძღოლთა დარბაზი.  პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში შეწყდება ქართული მიწების უცხოელებზე მიყიდვა. უნდა ვიცოდეთ, რომ არის ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა არ შეიძლება. არავისარც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქსაქვს უფლება, გაყიდოს ქართული მიწა. მე მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციო უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ხალხს. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც ისინი თხოულობენ მოქალაქეობას და იმათ არ აძლევენ მოქალაქეობას. ისინი უნდა დაბრუნდნენ საქართველოში”.
„ყველა გვარმა უნდა იცოდეს თავისი გვარის ისტორია, წარმოშობა, უნდა იცოდეს ვის უჭირს, ამისთვის უნდა შეიქმნას ფონდი. ერმანეთს უნდა დავეხმაროთ. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ასე მტკივნეულად განვიხილავთ ამ საკითხებს. მადლობას გიხდით ყველას“ -აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქთან შეხვედრა საქართველოს  საგვარეულოთა კავშირის „გვარი და გვარიშვილობის“ წინამძღოლთა დარბაზის, ბოტანიკის ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის, შავნაბადას მონასტრისა და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის  ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 SemoqmedebiTi