2013 წლის 30 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ნელი ბერაიას ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა_ „ფერწერა მძივებში“.
გამოფენაზე წარმოდგენილია 35 ხელნაკეთი ფერწერული ნამუშევარი.
ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.
გამოფენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს მწერალთა კავშირის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდისა და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით აიხსნა, რომელიც  გაგრძელდება 1 ივლისამდე. 
ხვალ 19:00 სთ-ზე, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მობრძანდება. პატრიარქი გამოფენას დაათვალიერებს და ორაგანიზატორებს დალოცავს.

 

 SemoqmedebiTi