2013 წლის 28 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ხელოვნების რესპუბლიკური (საერთაშორისო) ფესტივალის მომავლის ვარსკვლავები 2013“ საზეიმო გახსნა და ნომინანტთა დაჯილდოების ცერემონია. ფესტივალი 4 წლის წინ დაფუძნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და ეძღვნება ცნობილი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის ხსოვნას.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქების სამხატვრო და სახელოვნებო სკოლებმა, სასწავლებლებმა და სტუდიებმა, საერთაშორისო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატებმა და ნომინანტებმა, თვითნასწავლმა ვირტუოზმა მხატვრებმა.

ფესტივალი საქართველოს ხელოვანთა კავშირის ხელოვანები მომავლისთვის (კავშირის თავმჯდომარე, ფესტივალის დირექტორი, ღირსების ორდენის კავალერი ნინო კუპატაძე) ორგანიზებით გაიმართა.

ფესტივალის სპონსორია გამომცემლობა პალიტრა L , რომელმაც დააწესა საჩუქრები ნომინანტებისთვის 6-დან 26 წლამდე. გამომცემლობამ დიდი მხატვრების სერიის წიგნები და მსოფლიოს ილუსტრირებული ისტორიის ტომები გადასცა 35 ლაურეატს.

ფესტივალი მუსიკალურად გააფორმა საპატრიარქოს წმ. მეფე თამარის სახ. სკოლა-პანსიონის ფოლკლორულმა ანსამბლმა არსიანი (პედაგოგები: დალი დაბრუნდაშვილი, დავით შანიძე, მალხაზ ქოიავა).

ფესტივალის მიზანია სახვითი ხელოვნების პროპაგანდა, ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრების და შემოქმედებითი კოლექტივების წარმოჩენა, ახალი სახეების გამოვლენა და ამ სფეროში მოღვაწე შემოქმედ პედაგოგთა სტიმულირება.

დაჯილდოების ცერემონიალთან ერთად, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში, მოეწყო ფესტვალში მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა.

ჟიურის ფავორიტები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალში, რომელიც გაიმართება ამა წლის სექტემბერში.

ვარსკვლავის მფლობელს ხელოვანთა კავშირი საჩუქრად გადასცემს საფესტივალო საგზურს ეგეოსის ზღვის სანაპიროზე.

ხელოვნების რესპუბლიკური (საერთაშორისო) ფესტივალის მომავლის ვარსკვლავები 2013 ნომინაციებში გამარჯვებულები:

ფესტივალის საპატიო სტუმარი 2011 წლის გრან-პრის და 2012 წლის ვარსკვლავის მფლობელისალომე ხუბაშვილი (თბილისის სამხ. სასწ)

ვარსკვლავიანასტასია კვანჭახაძე (თბილისის სამხ. სასწ)

გრან-პრიმარიამ მეგრელიშვილი (თბილისის სამხ. სასწ)

ჟიურის სპეციალური პრიზიმედეა ცქიტიშვილი (თვითნასწავლი)

ფესტივალის ყველაზე პატარა მონაწილეელენე ხვიჩია (თვითნასწავლი)

ნომინაციებში გამარჯვებული ლაურეატები:

1. გიტო ბენდელიანი (სამხატვრო სკოლა აფხაზეთი 1)

2. გოგიტა შეყილაძე (ჭიათურის სამხ. სკოლა)

3. ნინო ცერცვაძე (ჭიათურის სამხ. სკოლა)

4. მარიამ ბიწაძე (ჭიათურის სამხ. სკოლა)

5. ზურა კაპანაძე (ჭიათურის სამხ. სკოლა)

6. თათია ვაჭარაძე (თბილისის სამხ. სასწ)

7. ზურაბ ტურცელაძე (თბილისის სამხ. სასწ)

8. ქეთი ბურდული (თბილისის სამხ. სასწ)

9. სოფია ბურდული (თბილისის სამხ. სასწ)

10. ნინო აბულაძე (ქობულეთის სახელოვნებო სკოლა)

11. ნანიკო მამუჩიშვილი (თბილისის #27 ხელოვნების სკოლა)

12. ნია ქაფიანიძე (თბილისის #27 ხელოვნების სკოლა)

13. ნატა არავიაშვილი (თბილისის სამხ. სასწ)

14. თორნიკე ქოიავა (თბილისის სამხ. სასწ)

15. თეონა თოიძე (თბილისის სამხ. სასწ)

16. სალომე საზანდრიშვილი (თბილისის სამხ. სასწ)

17. ქეთევან მესხიშვილი (ვირსალაძის სახ. #1 ხელ. სკოლა)

18. შავლეგო რობაქიძე (თერჯოლის სამხ. სკოლა)

19. მარიამ ცქიფურიშვილი (თერჯოლის სამხ. სკოლა)

20. ზურა რობაქიძე (თერჯოლის სამხ. სკოლა)

21. გიგა მაკარიძე (თერჯოლის სამხ. სკოლა)

22. მარიამ ვერულაშვილი (თერჯოლის სამხ. სკოლა)

23. ანა აბგარიანი (ბათუმის სტუდია ანდამატი)

24. ანა პაიჭაძე (ბათუმის სტუდია ანდამატი)

25. ნუკი ნაკაშიძე (ბათუმის სტუდია ანდამატი)

26. სესილი მეტრეველი (ბათუმის სტუდია ანდამატი)

27. ალექსანდრე ლომაძე (ბათუმის სტუდია ანდამატი)

28. ცირა მორთულაძე (ბათუმის სტუდია ანდამატი)

29. დათო ჯინჭარაძე (ბათუმის სტუდია ანდამატი)

30. ლუკა ლომაძე (ბათუმის სტუდია ანდამატი)

31. ხატია ვაშაყმაძე (ბათუმის სტუდია ანდამატი)

32. ხატია ზითანიშვილი (თბილისის სამხატვრო სტუდია)

 

 SemoqmedebiTi