2013 წლის 25 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა . ესვანჯიას სახელობის თბილისის იტალიური სკოლაცისკარი“- კონფერენცია, თემაზე - „ეკლესიისა და ხალხის მსახურების გზა - კიბე მიწიდან ცისკენ მიმავალი“.
მონაწილეობდნენ X-XI კლასის მოსწავლეები. მათ წაიკითხეს მოხსენებები  საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიიდან.
კონფერენციაზე გამოიფინა უწმინდესისა და უნეტარესის ილია II- ფოტოები.
ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია II-.
კონფერენციას სამღვდელოებასთან ერთად დაესწრო თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი). მეუფემ  შეაჯამა კონფერენცია და მიულოცა წარმატებული გამოსვლა მოსწავლეებს.
კონფერენცია  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის მაია ფირჩხაძის, მოსწავლეთა ჯგუფისა   (პაატა ყვავაძე, ლაშა ჯაფარიძე და სხვ.)  და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 SemoqmedebiTi