2013 წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა თიანეთის მე-2 საჯარო სკოლის ლიტერატურული საღამო_ „მე ვარ სული საქართველოსი“. საღამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მიეძღვნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-VI, მე-VIII, მე-X და მე- XI კლასის მოსწავლეები. ბავშვებმა ვაჟა ფშაველას, ტარიელ ხარხელაურის, მეუფე თადეოზის, ერეკლე საღლიანის და ალაზა ხაიაურის ლექსები წაიკითხეს.
ხალხური სიმღერები ანსამბლ „ფშავლებმა“  შეასრულეს.
საღამოს დაესწრო თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი).

 

 

 SemoqmedebiTi