2013 წლის 13 ივნისს საქართველოს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა 145- და 112- საჯარო სკოლების არტ - სტუდიების ბავშვთა, წლის დასკვნითი გამოფენა, რომელიც 15 ივნისამდე გაგრძელდება. გამოფენაზე წარმოდგენილი ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული ნახატები.
გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ: ქ. თბილისის 145-ე საჯ. სკოლის დირექტორი ქ-ნი მაია ოსიყმაშვილი, კორდინატორი  ნინო ბერიძე, სასწავლო ნაწილის გამგე მარინა კოღუაშვილი, ხელოვნებათმცოდნე  ნაზი ოსეფაშვილი,  პოეტი  დავით  გოგიბედაშვილი.
პედაგოგებმა მაია კაკაბაძემ და მურად იამანიძემ ხატვა-ფერწერაში მიღწეული წარმატებისთვის  ბავშვებს სამახსოვრო დიპლომები გადასცეს.

 

 SemoqmedebiTi