2013 წლის  31 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“, მეორე ტური-„ხატვის დღე“.
კონკურში მონაწილე ბავშვები ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ დალოცა. 
მეუფემ კონკურსანტებს   წმინდა წერილიდან, ძველი და ახალი აღთქმიდან   ამონარიდი  წაუკითხა , რომლის მიხედვითაც მონაწილებმა შეასრულეს ერთი ნახატი.
პარალელურად  საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გამოიფინა კონკურსში მონაწილე ბავშვების ნახატები.
ხატვის დასრულების  შემდეგ  ბავშვებს  მიეცათ დავალებები (7 თემა ძველი და ახალი აღთქმიდან) კონკურსის  მესამე ეტაპისთვის.
კონკურსი „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ მესამე წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს.

 

 

 SemoqmedebiTi