2013 წლის 6 ივნისს, 18:00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართება ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ - სტუდენტური ფინალი.
მონაწილეობენ:
ქ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი: „მიწყალენ მე უფალო“.
წმ.  ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის გუნდი: „ალილუია“.            
ინტელექტუალური კონკურსი ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“  - 2009 წლიდან დაიწყო სკოლებში. კონკურსი მიმდინარეობს უწმინდესისა და უნეტარესის ილია II –ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
წელს პირველად ტარდება კონკურსიჩვენ ვსწავლობთ ბიბლიასსტუდენტებს შორის.

 

 

 

 SemoqmedebiTi