2013 წლის 25 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საგამოფენო დარბაზში თანამედროვე, ქართველი მხატვრის დავით ბაძაღუას ფერწერული ნამუშევრების – „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა-აფხაზეთიპერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელიც 28 მაისამდე გაგრძელდება. თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაციისგანათლება დემოკრატიისათვისინიციატივით, პროექტისსაქართველოს კულტურული მემკვიდრეობა-აფხაზეთი“- ფარგლებში, მხატვარმა დავით ბაძაღუამ შექმნა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის 22-მდე ძეგლისბედიის, ილორის, მოქვის, ლიხნის, ანაკოფიის, გაგრის, დრანდის, ჭუბურხინჯის და სხვ. – ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების სერია. გამოფენაზე მხატვრის სხვა ფერწერული ნამუშევრებიც, სულ 45-მდე სურათია წარმოდგენილი. გამოფენას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის / განათლებისა და კულტურის მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, თბილისის მერიის წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები და ისტორიკოსები დაესწრნენ. ივნის-ივლისში მხატვრის ნამუშევრების გამოფენა ქუთაისში, ზუგდიდსა და კასპში გაიმართება. მხატვარ დავით ბაძაღუას შემოქმედება ევროპამ აღიარა, მისი ნამუშევრები ინახება ამერიკის, გერმანიის, ჰოლანდიის, ავსტრიის, თურქეთის და ევროპის სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.

 

 SemoqmedebiTi