2013 წლის 8 მაისს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი), ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის ტრადიციულისააღდგომო გამოფენაგაიხსნა. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი გამოფენა საიუბილეოა, რადგან პირველი გამოფენა მოეწყო 1979 წელს სახელითბუნება და ძეგლი“. „სააღდგომოეწოდა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან. წლევანდელისააღდგომო გამოფენაშეადგენს საქართველოს საპატრიარქოს ტრადიციული მუსიკალური ფესტივალისაღდგომიდან ამაღლებამდეშემადგენელ ნაწილს. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ბავშვთა ნამუშევრები როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან: ძალისი, საჩხერე, თელავი, საგარეჯო. გამოფენაში მონაწილეობს 240 ავტორი. ნამუშევრები შესრულებულია სხვადასხვა ტექნიკით, თემატიკა მრავალფეროვანია. რელიგიური თემების გარდა გამოფენილია პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და სხვა. გამოფენის მიზანია , ბავშვები უკეთ გაეცნონ მართლმადიდებლურ რელიგიას, ბიბლიისა და სახარების შინაარს, ხოლოგალერეისთანამშრომლები ყველანაირად ცდილობენ ქართველი ბავშვების ნიჭი და ხელოვნება გააცნონ ფართო საზოგადოებას და ჩამოსულ სტუმრებს. გამოფენა ტარდება ორ ნაწილად: პირველი გაიხსნა კონსერვატორიაში - 7 მაისს და აქ წარმოდგენილიაგალერეისფონდებში დაცულისააღდგომო გამოფენისნამუშევრები, ხოლო მეორე დღეს მოქმედი ბავშვების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში. კონსერვატორიაში გამოფენა გასტანს 12 მაისამდე, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში 16 მაისამდე.

 

 

 SemoqmedebiTi