2013 წლის 25 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-, „2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტისდეპუტატები დალოცა. "დღეს ჩვენ ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ, როცა ჩვენ მივედით თითქმის უფსკრულთან და აი, ამ უფსკრულიდან გამოგვაცილა უფალმა და ამით ჩვენ კეთილისმყოფელობის იმედი მოგვცა. ჩვენი ახალგაზრდობა ბრძენია და უფრო ღრმად შეხედავთ ამ პრობლემებს, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ", - ბრძანა პატრიარქმა. უწმინდესმა ახალგაზდული პარლამენტის წევრებს მაცხოვრის ხატი გადასცა. ახალგაზრდული პარლამენტის კორდინატორმა თეონა ლავრელაშვილმა, უწმინდესს ახალგაზრდული პარლამენტის სახელით გადასცა მადლობის ჯილდო ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლითვის. ესწრებოდნენ: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე. (კალაიჯიშვილი), საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური. აღსანიშნავია, რომ „2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტისოფიციალური გახსნა და პირველი სხდომა გაიმართება 2 მაისს ქუთაისის პარლამენტში, რომელსაც მასპინძლობს პარლამენტის თავმჯდომარე -ნი დავით უსუფაშვილი. 2013 წლის მოწვევის 100 ახალგაზრდა დეპუტატი შეირჩა კონკურსის საფუძველზე მთელი საქართველოს მასშტაბით მაღალი კონკურენციის პირობებში.

 

 SemoqmedebiTi