2013 წლის 24 აპრილს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში საქველმოქმედო ფონდიმედის ხელისორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტის ლიზი ბუდაღაშვილის სადებიუტო წიგნისფიქრობანას თამაში“- წარდგინება და ნახატების გამოფენა. ახალგაზრდა პოეტმა და მისმა მეგობრებმა ახალი კრებულიდან ლექსები წაიკითხეს. პოეტმა თავისი გაყიდული კრებულიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა. ფონდიიმედის ხელიდაფუძნდა 2010 წლის 9 თებერვალს. ფონდს ხელმძღვანელობს დავით დურგლიშვილი. ფონდი ეხმარება მძიმე სნეულებებით დააავადებულ ბავშვებს, მოზარდებს და ახალგაზრდებს. ღონისძიება ფონდიმედი ხელისწევრის ქეთევან თუთბერიძისა და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi