2013 წლის 20 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საპატრიარქოს ჩოხოსანთა დასის წევრებს შეხვდა. უწმინდესმა ჩოხოსნებს ურჩია დასში შეინარჩუნონ ქართული ტრადიციები და ერთსულოვნება. შეხვედრაზე პატრიარქის მიერ გამოირჩა ჩოხოსანთა დასის წევრი ერეკლე საღლიანი, რომელიც დაინიშნა დასის მოადგილედ.

 

 SemoqmedebiTi