2013 წლის 22 აპრილს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის "მოლაპარაკე ქვების" ფარგლებში გამოცემული "საქართველოს პეტროგლიფების დიდი კატალოგის" ბეჭდვითი და ელექტრონული ვერსიების წარდგინება გაიმართა. პეტროგლიფები (ქვაზე ამოკვეთილი სიმბოლური მნიშვნელობის გრაფიკული გამოსახულებები) მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, თუმცა დღემდე საქართველოში მათი არსებობა სამეცნიერო წრეებისთვისაც კი ნაკლებაც იყო ცნობილი. კატალოგი წარმოადგენს სამეცნიერო ჯგუფის 3 წლის მუშაობის შედეგს და მასში თავმოყრილია საქართველოში არსებული პეტროგლიფების ფოტო და გრაფიკული გამოსახულებები. წიგნი წარადგინა პროექტის ავტორმა და სამეცნიერო ხელმძღვანელმა დავით გოგუაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მეცნიერები, მკვლევარები და ჟურნალისტები.

 

 

 SemoqmedebiTi