2013 წლის 20 აპრილს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ ვალერი სილოგავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიებას ესწრებოდნენ მეცნიერის მეგობრები, კოლეგები, სტუდენტები და ოჯახის წევრები. მეცნიერის ღვაწლი შეაფასეს და მოიგონეს: ნესტან სულავამ (ფილოლოგიის დოქტორი ), ლია ახალაძემ (ისტორიის მეცნ. დოქტორი), ნათელა ვაჩნაძემ (ისტორიის მეცნ.დოქტორი), მარიკა ჩაჩიბაიამ (პროფესორი), დავით სანდოძემ (პროფესორი), ირმა კეცხოველმა, ლერი თავაძემ, ნანა ბურჭულაძემ (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი), საბა სალუაშვილმა (დოქტორანტი). საღამოზე გამოფენილი იყო ბატონი ვალერი სილოგავას პირადი ფოტოები, სამეცნიერო ნაშრომები და წიგნები. ღონისძიების ბოლოს ნაჩვენები იქნა დოკ. ფილმიოშკი“, რომელიც ასახავს 2003 წელს ტაო-კლარჯეთში, კერძოდ ოშკის ტაძარში (ძველ ჯამეში), ექსპედიციის დროს სკულპტურული გამოსახულებით შემკული ორი დიდი სტელის (დღეს დაცულია ერზრუმის მუზეუმში) აღმოჩენას.

 

 

 

 SemoqmedebiTi