2013 წლის 23 აპრილს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის, ახალი საგანმანათლებლო-საგამომცემლო ცენტრსპეკალისგახსნა და ცენტრის მიერ გამოცემული წიგნისსაქართველო - წმინდა მიწა კავკასიაშიწარდგინება გაიმართა. 2012 წლის მაისის თვეში ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ქართულ-ევროპული საგანმანათლებლო- საგამომცემლო ცენტრისპეკალი“. ცენტრის პირველი გამოცემული წიგნისაქართველო - წმინდა მიწა კავკასიაშიმოგვითხრობს მართლმადიდებელი ბერების საქართველოში მოგზაურობას. 2010 წლის ზაფხულში ბუხხაგენის გერმანული მართლმადიდებლური მონასტრის ბერებმა 4 კვირის მანძილზე იმოგზაურეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და გადმოსცეს თავიანთი შთაბეჭლილებები: საქართველოზე, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქზე ილია II-ზე, მღვდელმთავრებზე, მამებზე და ქართულ გალობაზე. წიგნი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება. წიგნი 4 ენოვანია, თან ერთვის ქართულ-გერმანული საგალობლების დისკი. სადაც შესულია ანსამბლანჩისხატისდა გერმანელი ბერების მიერ შესრულებული საგალობლები. საღამოს უძღვებოდნენ: ზვიად ცაბაძე და რუსუდან ნიკოლოზიშვილი. წიგნი მიმოიხილეს: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი), ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია), ცენტრის ხელმძღვანელმა, მღვდელმა მალხაზ ყიფიანმა, წმ. დიმიტრი ყიფიანის შთამომავალმა თამარ მიქაძემ. საღამოს ბოლოს საგალობლები წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის მგალობლებმა შეასრულეს.

 

 SemoqmedebiTi