2013 წლის 21 აპრილს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა პოეტ ზურაბ გორგილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. საღამოს უძღვებოდა დეკანოზი პეტრე კვარაცხელია. მამაომ პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა. ღონისძებაზე სიტყვით გამოვიდნენ დეკანოზი მირიან სამხარაძე, ახალგაზრდობა და მრევლი. ხალხური სიმღერები მირანდა მაისურაძემ შეასრულა. შეგახსნებთ, რომ ქართველ პოეტთა და მწერალთა შემოქმედებითი საღამოები ყოველ კვირას 19:00 სთ-ზე იმართება.

 

 

 

 SemoqmedebiTi