15 აპრილს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, . თბილისის ილია მართლის სახელობის სკოლა- გიმნაზიის ხატწერის და სამხატვრო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია  ხატები, აღდგომის თემაზე შექმნილი ნახატები.
გამოიფინა 22 მოსწავლის ნამუშევარი. სკოლის პედაგოგმა, ხატმწერმა ქეთევან ყურაშვილმა  გამოფენაში მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები გადასცა.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ: ქ. თბილისის ილია მართლის სახელობის სკოლა - გიმნაზიის ხატწერისა და სამხატვრო სკოლის დირექტორი მამუკა თედიაშვილი, სასწავლო ნაწილი ნელი გიორგობიანი, ხატვის მასწავლებელი დარეჯან ჯანგიძე, მოსწავლეები და მშობლები.
გამოფენა გაგრძელდება 22 აპრილამდე.

 

 SemoqmedebiTi