2013 წლის 24 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიაქალდეამდა ფაზისის საერო აკადემიამ მოაწყო ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ხერკელაძის პერსონალური გამოფენა, რომელიც ეძღვნება გენიალური ქართველი პოეტის - ვაჟა ფშაველას დაბადებიდან 152- წლისთავს. აგრეთვე დიდი მოურავი გიორგი სააკაძისადმი მიძღვნილი წიგნის - „ცრემლში ნალესი ხმლისწარდგინება. მხატვრის შემოქმედებაზე და ახალ წიგნზე ისაუბრეს: ვაჟა ეგრისელმა, როინ მეტრეველმა, რადის თორდიამ, ვახტანგ დავითაიამ, გულნაზ ხარაიშვილმა, ია ბაგრატიონ-მუხრანელმა, ზურაბ ჭუმბურიძემ, მაყვალა გონაშვილმა, ანზორ ერქომაიშვილმა და სხვებმა. გამოფენაზე წარმოდგენილია 48 ფერწერული ნამუშევარი. გამოფენა გაგრძელდება 27 აპრილამდე.

 

 

 

 SemoqmedebiTi