14 აპრილს მირზა გელოვანის მემორიალური სახლ მუზეუმისა და ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირების ორგანიზებით, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა  პოეზიის საღამო  - „მირზა გელოვანის 97_ე გაზაფხული“.

საღამოს უძღვებოდნენ დეკანოზი პეტრე კვარაცხელია და ციცინო გაბიდური.
მონაწილეობდნენ: თიანეთის რაიონის სკოლების მოსწავლეები. ანსამბლები: “კვირია” ხელმძღვანელი გურამ კვასტიანი, თსსუ “დეკა” ხელმძღვანელი დავით რატიანი, “დები ზვიადაურები”, თორნიკე აბრამიშვილი და გიორგი ჯოლბორდი, ოპერის სოლისტი მზია დავითაშვილი, მირზა გელოვანის ბიბლიოთეკის დირექტორი ქეთევან ნიკურაძე.
მწერლები და პოეტები: მარინა თექთუმანიძე, გიორგი არჩემაშვილი, ლევან ცალუღელაშვილი, ერეკლე საღლიანი, თამარ ლომიძე, მიხეილ ღანიშაშვილი, ნინო ჩეკურიშვილი, ეკა ქურხული, იზა ჯაჭვაძე.
პოეზიის საღამო დალოცა ფშავ-ხევსურეთის  ეპარქიის მიტროპოლიტმა თადეოზმა (იორამაშვილი).
დამსწრეთ სიტყვით მიმართა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ დავითაშვილმა.    საღამოს ესწრებოდა პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშვილი.

 

 

 

 

 SemoqmedebiTi