კვირას, 14 აპრილს, 14 საათზე, საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართება საქართველოს სახელმწიფო ენის  დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით ,,სახელმწიფო ენა _ ქვეყნის ღირსების საზომი”. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. კონფერენციაზე წაკითხულ მოხსენებებში განხილული იქნება ქართული და აფხაზური ენების პრობლემები; კერძოდ:

ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა;

ქართული ენის ტექნოლოგიზებისთვის საჭირო გადაუდებელი ამოცანები;

აფხაზური ენა, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენა და საქართველოს მოვალეობები;

ნორმირებული მეტყველება და თანამედროვე მასმედიის ენა;

მშობლიური ენის მასწავლებელთა მომზადებისა და გადამზადების საკითხები;

თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები _  პრობლემები და მათი გადაჭრის გზები;

სახელმწიფო ენის დაცვა _ ევროპული გამოცდილება;

ევროპული ქარტია რეგიონული და უმცირესობის ენის შესახებ და საქართველო და სხვ.

კონფერენციის მიზანია ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერება და მასთან დაკავშირებით დღეს არსებული პრობლემატიკის წარმოჩენა.

მოხსენებებს წაიკითხავენ მეცნიერები: თეიმურაზ გვანცელაძე, ტარიელ ფუტკარაძე, შუქია აფრიდონიძე, მერაბ გვაზავა, ალექსი ჟორდანია, მანანა ტაბიძე. ეკატერინე დადიანი, რევაზ შეროზია, მანანა ტაბიძე, ლია ქაროსანიძე, რუსუდან საღინაძე, მანანა კვასხვაძე, მარიკა ოძელი, ნათელა მაღლაკელიძე, ნანა ლოლაძე.

კონფერენციის მონაწილეები შეიმუშავებენ მიმართვას, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას გაეგზავნება.

კონფერენციის პროგრამა

 

 

 

 SemoqmedebiTi