31 მარტს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში  გაიმართა მეცნიერ-ფილოლოგის, მწერალის, მთარგმნელის, პოლიტიკოსის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 74 წლის  საიუბილეო საღამო.

საღამოს უძრვებოდა დეკანოზი პეტრე კვარაცხელია და თინათინ მღვდლიაშვილი.

სიტყვით გამოვიდნენ: თინათინ მღვდლიაშვილი, ია ბაგრატიონ-მუხრანელი, მანანა გაბაშვილი, ბიძინა გუჯაბიძე, ელიზბარ ჯაველიძე, ზურაბ წიქარაძე , ლევან ჟვანია,  არჩილ აბესაძე, 171-ე საჯარო სკოლისა და  საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახ. გიმნაზიის მოსწავლეები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  პოეტები, მწერლები, მსახიობები, მომღერლები.

საღამო საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 

 SemoqmedebiTi