28 მარტს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართ პატიმართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, რომელიც გაგრძელდება 31 მარტამდე.
გამოფენაზე წარმოდგენილია სასჯელაღსრულების N5 ქალთა დაწესებულების პატიმართა ნამუშევრები, ბათუმის N3 დაწესებულების პატიმრის ნამუშევრები, ქსნის N15 დაწესებულების პატიმრის ნამუშევრები, ქუთაისისა და ასევე უკვე გათავისუფლებული პატიმების ნამუშევრები.
გამოფენა ტარდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა -კურთხევით.
გამოფენას გახსნას ესწრებოდნენ: სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლები, ორგანიზაციის ხელმძღვანელები, გამოჩენილი ადამიანები, მსახიობები, მომღერლები.
გამოფენა პატიმართა და მათი ოჯახების დახმარების ფონდის თავმჯდომარის სალომე აბულაძის და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიხსნა.

 

 SemoqmedebiTi