24 მარტს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში მართლმადიდებლობის დღესასწაულსა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიის დღესთან დაკავშირებით ეროვნული არქივში დაცული დოკუმენტების გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიცია დაათვალიერეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II- და სხვა სასულიერო პირებმა, რომელთაც გამოფენის შინაარსი ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გააცნო. გამოფენაზე წარმოდგენილია: სახარება, „ანბანდიდადწოდებული (IX საუკუნე); საგალობლები ძველი სანოტო ნიშნებით (IX-X საუკუნეების); „ანჩის სახარება“ (XII საუკუნე) „დავითნი“ (XII საუკუნე); „შეწირულების დაწერილი მელქისედეკ კათალიკოსისა მცხეთის საყდრისადმი“ (1031-1033 წლები); „ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიომღვიმის მონასტრისადმი“ (1123 წელი); „ბრძანება ლაშა გიორგისა შიო მღვიმის მონასტრისადმი“ (1222 წელი); „სოფლების შეწირულების სიგელი დოროთეოს კათალიკოსისა ნიტრიის ღმრთისმშობლის მონასტრისადმი“ (1589-1595 წლები) და სხვ. წერილობით დოკუმენტებთან ერთად, გამოფენა მოიცავს საეკლესიო მოხატული ხელნაწერებისა და საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებულ ფოტოებს.
ღონისძიება გაგრძელდება 25 მარტს 13:00 საათზე, რაც დროსაც დაგეგმილია მოხსენებების წაკითხვა ავტოკეფალიის აღდგენის საკითხზე ეროვნულ არქივში დაცულ მასალებთან დაკავშირებით.

 

 SemoqmedebiTi