21 მარტს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო.
მონაწილეობა მიიღო დევნილმა უნარშეზღუდულმა 40-მდე მოზარდმა.  ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტო-გამოფენა. ასევე, ბავშვებისთვის ხატვის მასტერ-კლასები და სხვადასხვა  შემეცნებით-გასართობი პროგრამა ჩატარდა. ყველა მოზარდს  სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.
საღამოს ბოლოს, წარედგინა მხედველობა დაქვეითებული მოზარდებისა და აფხაზეთის მოზარდების ერთობლივად შესრულებული სიმღერა - „საქართველოს შვილები“.
ღონისძებას ესწრებოდა: აფხაზეთის მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო, აფხაზეთის / განათლებისა და კულტურის მინისტრი, მოადგილეები, სამინისტროს თანამშრომლები.
ღონისძიების მიზანი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების საზოგადოებრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში.

 

 SemoqmedebiTi