25 მარტს  საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ესწრებოდა.
კონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული არქივის, სასულიერო აკადემიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შემდეგი მოხსენებები წაიკითხეს:
თეონა იაშვილმა (ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი)  -„ საქართველოს ეკლესიის ავტოკრფალიის აღდგენა - უდიდესი მოვლენა“;
ანტონ ვაჭარაძემ (ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორი) -„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ბრძოლასთან დაკავშირებული ერთი კონკრეტული დოკუმენტის შესახებ“;
ნათია მირიანაშვილმა (ეროვნული არქივი, დოკუმენტების გამოყენების განყოფილების უფროსი, ისტორიის დოქტორი) –„საქართველოს ავტოკეფალიის საკითხი  XX  საუკუნის პირველ ნახევარში“;
გვანცა ბურდულმა (საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-ასისტენტი ) -„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი“;
კონფერენციის პარალელურად დარბაზში გამოიფინა ექსპოზიციები. კერძოდ, წარმოდგენილი იყო ეროვნულ არქივში დაცული უძველესი საეკლესიო დოკუმენტები, სახარება "ანბანდიდად" წოდებული (XII საუკუნე), საგალობლები ძველი სამეფო ნიშნებით (IX-X საუკუნეების), "ანჩის სახარება" (XII საუკუნის), დავითიანი (XI საუკუნის), ასევე ფერადი მინიატურები და სხვა საეკლესიო ექსპონატები.
ასევე გამოიფინა საეკლესიო მოხატული ხელნაწერები, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებულ ფოტომასალა და საქართველოს პატრიარქთა ფოტოები.

 

 

 

 SemoqmedebiTi