7 მარტს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ეკა ქურხულის ლექსების მეორე კრებულისდღესაც უშენობაწარდგინება.

წიგნის შემდგენლები: ლია მეტრეველი და ერეკლე საღლიანი. ახალი ლექსების კრებული გამოსცა გამომცემლობა "საუნჯემ".

საღამოზე მონაწილეობდნენ: თამარ ალადაშვილი, დათო გველესიანი, სოფო პაპუაშვილი, დები ზვიადაურები.

წიგნი გამოიცა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტ თადეოზის (იორამაშვილი) ლოცვა-კურთხევით. რედაქტორი: ბაღათერ არაბული. გარეკანის მხატვარი: ლანა თურმანიძე. წიგნში გამოყენებულია თამარ ლომიძის ნახატები.

 

 SemoqmedebiTi