2-3 მარტს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენთა ნამუშევრების გამოფენა.
გამოიფინა თექა, ხის მხატვრული დამუშავება, ფერწერული ნახატები, ტიხრული მინანქარი.
გამოფენა მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის  ილია II-ის დაბადების 80 და აღსაყდრების 35-ე წლისთავს.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი დაფუძნდა  2009 წელს უწმინდესისა  და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა -კურთხევითა  და ხელისუფლების მხარდამჭერით.
დღეისათვის სკოლა-პანსიონში სწავლობს ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული 450-მდე მოსწავლე თბილისიდან, მაღალმთიანი აჭარიდან , ჰერეთიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
სკოლა-პანსიონი ერთადერთია საქართველოში, რომელშიც, სამშობლოსა და ერთამანეთის სიყვარულით გაერთიანებული მუსლიმანი და ქრისტიანი ქართველები ერთად ცხოვრობენ სადღეღამისო პანსიონში და სასწავლო საგნებთან ერთად ეუფლებიან ქართულ ხელოვნებას.

 

 

 

 SemoqmedebiTi