6 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოეწყო წარდგინება უცხოელების მიერ აფხაზეთიდან  ჩამოტანილი ფოტომასალის.
უცხოელები (სლოვაკი _ ტომაშ დურანი და ფრანგი _ ფროილიან შონი) ნოემბრის თვეში, 6 დღით იმყოფებოდნენ  აფხაზეთში.  ფრეზენტაციაზე წარმოადგინეს აფხაზეთში გადაღებული ფოტომასალა, ისაუბრეს იქ არსებულ  დღევანდელ მდომარეობაზე. აღნიშნეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაჭირვებაში ცხოვრობს და ძირითადად თავს ირჩენს რუს ტურისტებზე სახლის  გაქირავებით.  ბევრ ადგილობრივ მცხოვრებს ძალიან უყვარს საქართველო, თუმცა  ამას მალავს. მთელ აფხაზეთში გაკრულია რუსული ბანერები. ყველგან ჩანს რუსების გავლენა.
ფოტომასალის წარდგინების შემდეგ მოეწყო  სამეცნიერო დისკუსია (აფხაზეთის თემაზე), სადაც მონაწილეობდნენ  პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევარები, სტუდენტები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის განათლების სამინისტროს წარმომადეგენლები,  პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევარები, სტუდენტები.
ღონისძიება საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi