24 თებერვალს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ახალდაარსებულ  ქართული კულტურის საერთაშორისო საგანმანათლებლო - შემეცნებით ცენტრის „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“-ს მიერ გამოცემული  წიგნის „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო “ - წარდგინება.  
ღონისძიება მიეძღვნა   უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 35 და დაბადების  80 წლის იუბილეს.
წიგნი გამოიცა  (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე) მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) ლოცვა-კურთხევით.
ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის ლიცენატები და მგალობელთა გუნდი.
ქართული კულტურის საერთაშორისო საგანმანათლებლო - შემეცნებით ცენტრი „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“ დაარსდა  2012 წლის 4 დეკემბერს.  დაამაარსებლები არიან: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი  გუბაზ მეგრელიძე, პედაგოგი  ხათუნა ცომაია და ეკონომისტი გიორგი ღარიბაშვილი. ქართული კულტურის საერთაშორისო საგანმანათლებლო - შემეცნებით ცენტრში მოღვაწეობენ წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღდელმსახურნი, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე, დეკანოზი  გიორგი სხირტლაძე.
ცენტრის ძირითადი  მიზანია:  საგამომცემლო საქმიანობა;  მართლმადიდებელი ეკლესიის შესწავლა და მეცნიერული კვლევა;   საგამოფენო საქმიანობა;  ძირძველი ქართული კულტურის კერების შესწავლა და მონახულება;  ტურიზმის განვითარება; ქართული გალობისა და ფოლკლორის თვითმყოფადობის შესწავლა; კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა; ეროვნული ტრადიციების დაცვა და კვლევა; ქართული კულტურის მომავალი

 

 SemoqmedebiTi