ექვთიმე თაყაიშვილი-ღვთისკაცი დაბადებიდან 150 და გარდაცვალებიდან

60  წლისთავისადმი  მიძღვნილი  მსვლელობა



21 თებერვალს  ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალების დღეს, გაიმართა მსვლელობა ექვთიმე თაყაიშვილის სახლიდან, (ვაშლოვანის ქუჩა N6, ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო ფონდი) მთაწმინდის პანთეონში, სადაც  სასულიერო პირებმა გადაიხადეს   პარაკლისი.  ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლზე ისაუბრეს სასულიერო და საერო პირებმა, ასევე, თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსვლელობა გაიმართა თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიური კოლეჯის და ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო  ფონდის  ორგანიზებით.

მსვლელობაში მონაწილეობდნენ:  საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიური კოლეჯი, თბილისის სკოლები, ექვთიმე-ღვთისკაცის სახელობის ტაძრების მრევლი,  სასულიერო სემინარია, სასულიერო პირები, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები, ჩოხოსნები და მგალობლები.

 

 SemoqmedebiTi