23 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში  გაიმართა  ხევსურული საქველმოქმედო საღამო ბარისახოსა და შატილის სკოლის ბავშვების დასახმარებლად.
საღამოს უძღვებოდნენ ნინო ჭინჭარაული და ამირან არაბული.
საღამოზე მონაწილეობდნენ:  ტარიელ ხარხელაური, ბაღათერ არაბული, მარიამ წიკლაური, ლადო ჭინჭარაული, გელა დაიაური, ლელა გაბური, მინდია არაბული, მერაბ არაბული, გიორგი არაბული, თემო არაბული, მართა ჭინჭარაული, ნათია ჭინჭარაული, ლია ლიქოკელი, მინდია გოგოჭური, კობა არაბული.
ანსამბლები:  დები გოგოჭურები, დები ზვიადაურები. მომღერლები: ნონა ლიქოკელი, ანი ჭინჭარაული.
ღონისძიებაზე  წარადგინეს გაბრიელ ჯაბუშანურის „100 ლექსი“. გამომცემლობა „ინტელექტმა“ , ეს კრებული გადასცა  ბარისახოსა და შატილის სკოლის ბავშვებს. ღონისძიებაზე მოეწყო  ქეთი არაყიშვილის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ამ დღეს ხალხმა შემოწირა  ტანსაცმელი, წიგნები და სხვა საკანცელარიო ნივთები.  შემოწირული  ნივთები ბავშვებს მარტში გადაეცემათ.

 

 SemoqmedebiTi