18 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა მხატვარ დარეჯან ნოზაძის ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფერწერაში შესრულებული პორტრეტები; ნატურმოტები; ხელნაკეთი თიხის დოქები; სამკაულები; ჩანთები და ხატები.
გამოფენა გახსნეს დარეჯან ნოზაძემ და პოეტმა არჩილ აბესაძემ. მხატვარმა თავისი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხა. ხალხური სიმღერები და აგალობლები 13 ასურელი მამის სამლოცველოს მგალობლებმა, ანსამბლ „თამარისმა“ შეასრულა. გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ: გურამ ცერცვაძე (საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარე), ჯუმბერ ლეჟავა (მსოფლიო მოგზაური), გოგი დოლიძე (კინომცოდნე, ჩოხოსანთა კავშირის ხელმძღვანელი), ილია პატაშური.

 

 SemoqmedebiTi