16–26 იანვარი _ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზი_  მხატვარ  ვლადიმერ კანდელაკის
პერსონალური გამოფენა






16–26 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში არის მხატვარ  ვლადიმერ კანდელაკის პერსონალური გამოფენა.   

გამოფენა  ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,  უწმინდესისა და უნეტარესის  ილია II-ის აღსაყდრების 35 და დაბადების 80 წლის იუბილეს.

ექსპოზიციაში წარმოდგენილია 37 ფერწერული ტილო, ასევე სხვადასხვა ტექნიკაში შესრულებული კოლაჟები და ფერადი აფიშები.


ვლადიმერ კანდელაკი დაიბადა 1943 წელს ქ. თბილსში, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მის მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები დაცულია სხვადსხვა ქვეყნის  მუზეუმებში. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ვ.კანდელაკი მოღვაწეობდა ამერიკაში, სადაც ცნობილი კოლექციონერი ბ–ნი  ნორტონ დოჯი პერიოდულად იძენდა მის ფერწერულ ტილოებს, მისი გარდაცვალების შემდეგ ეს კოლექცია საჩუქრად გადაეცა როჯერსის მუზეუმს, კანდელაკის ნამუშევრები გამოფენილია გაეროსა და ვაშინგტონის საერთაშორისო მუზეუმში.

 

 SemoqmedebiTi