საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის  ილია II-ის აღსაყდრების 35 და დაბადების 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში დასრულდა




14 იანვარს, ძველით ახალ წელს,  საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში დასრულდა სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,  უწმინდესისა და უნეტარესის  ილია II-ის აღსაყდრების 35 და დაბადების 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო XVIII-XIX საუკუნის ძველი ისტორიული  ხევსურული სამოსელი (ქალის, მამაკაცის);  ცნობილი მხატვრების ნახატები; ხატები; მინანაქარი; საეკლესიო ნაქარგობა – დაფარნები; ოლარი;  უწმინდესის შესამოსელი; გარდამოხსნა; ხის ნამუშევრები, ასევე ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის და კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ  მომზადებული  საქართველოში ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის რესტავრირებული ტაძრების ფოტოები.

გამოფენაზე მობრძანდა სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი,  უწმინდესისა და უნეტარესის  ილია II; 
გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი) და სამღვდელოება.

უწმინდესმა დაათვლიერა  ნამუშევრები და დალოცა  გამოფენის მონაწილეები. ბოლოს კი,  სტუმრებს ახალი წელი მიულოცა და ტკბილეული  გადასცა.

 

 

 

 

 

 

 SemoqmedebiTi