9 იანვარსსაქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა მარიამ ადამაშვილის ფილმის – „ცასწავალა“ (გოდერძი ჩოხელი) დისკის წარდგინება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.

ფილმში ნაჩვენებია ცნობილი ქართველი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტისგოდერძი ჩოხელის ცხოვრება და მოღვაწეობაფილმის შექმნას საფუძვლად გოდერძის მეგობრების (რეჟისორების - ლანა ღოღობერიძის და რეზო ჩხეიძის, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელის, მსახიობებისზურა ყიფშიძისა და ლაურა რეხვიაშვილის,) პედაგოგების და თანასოფლელების მოგონებები, გოდერძის ოჯახის პირადი არქივის ვიდეო და ფოტომასალა დაედო. მაყურებელმა იხილა, თუ როგორ იქმნებოდა გოდერძი ჩოხელის ფილმები, როგორი იყო გოდერძი გადასაღებ მოედანზე. ფილმში გამოყენებულია ავტორის ტექსტები და აუდიო ჩანაწერები, სადაც გოდერძი ჩოხელი თავისი ცხოვრების დეტალებს იხსენებს.   კომპოზიტორმა ზურა მახნიაშვილმა სპეციალურად ამ ფილმისთვის მუსიკა შექმნა
ფილმი ბათუმის მართლმადიდებლური ფილმების VII საერთაშორისო ფესტივალზე – „წმინდა ანდრიას ჯვარიდაჯილდოვდა მედლით – „წმინდა ანდრიას ჯვარი.“


რეჟისორი, მარიამ ადამაშვილი:
დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამადოკუმენტური კინოს რეჟისურა (თეორიის და პრაქტიკის ანალიზი). 2007 წლიდან სხვადასხვა ტელეარხზე მუშაობს.  2011 წელს ინგლისშიჩერჩილის სახლიინგლისური ენის სკოლაში“ (რამსგეითი, კენტი) ინგლისური ენის სრული კურსი გაიარა. ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს მწერალთა კავშირის გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსზე საპატიო სიგელი დაიმსახურა. 2004 და 2005 წლებში გახდა პრეზიდენტის სტიპენდიანტი.
ფილმები:
1. „ერთი დღე მეუფესთან.“ (ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს პორტრეტი) (2011.)
2. “სამთავროს დედათა მონასტერი”(2010.)
ფილმის ჯილდოები –  9.10.2011 მართლმადიდებლური ფილმების მე9 საერთაშორისო ფესტივალიპოკროვი,” (კიევი, უკრაინა.) ფესტივალის საპატიო დიპლომიმონასტრული ცხოვრების სილამაზის გადმოცემისათვის.”
22.10.2010 მართლმადიდებლური ფილმების მე5 საერთაშორისო ფესტივალი - “წმინდა ანდრიას ჯვარი,” ბათუმი, საქართველო. სიგელ-გუჯარი
3. “შეიყვარეთ სიყვარული და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს.” – სქემარქიმანდრიტ ვიტალი სიდორენკოს ცხოვრება და მოღვაწეობა. (2009)
ფილმის ჯილდო – 22.10.2009 მართლმადიდებლური ფილმების მე4 საერთაშორისო ფესტივალი - “წმინდა ანდრიას ჯვარი,” ბათუმი, საქართველოსიგელ-გუჯარი.

 

 

 SemoqmedebiTi